დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, პლასტიკური ქირურგი გუგა ქაშიბაძე Ambebi.ge-სა და „პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის, „სახალხო ინტერვიუს“ ახალი ეპიზოდის სტუმარია.
გუგა ქაშიბაძემ, პროექტის სხვა სტუმრების მსგავსად, მკითხველის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
შეკითხვაზე, რომელი იყო ყველაზე მძაფრი ემოცია, რაც მას სამედიცინო პრაქტიკის განმავლობაში განუცდია, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.
„ალბათ, ეს არის 9 წლის ბიჭის ოპერაცია, რიგი მიზეზების გამო, საოპერაციოში ჩვენ (ანესთეზიოლოგთან ბესიკ იაშვილთან ერთად) მარტო არ ვიყავით… ღიმილით ვამბობ ხოლმე, ალბათ წმინდა გიორგიც ჩვენთან ერთად იყო, გამოუვალი სიტუაციიდან გამოვედით…“ – იხსენებს გუგა ქაშიბაძე.