LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 წლის ბიჭმა სკოლა დაამთავრა და აპირებს, რომ ასტროფიზიკოსი გახდეს

132
Capture

ამერიკაში, პენსილვანიის შტატში მცხოვრებმა 9 წლის ბიჭუნამ სკოლა დაამთავრა და უახლოს მომავალში უნივერსიტეტში ჩაბარებას გეგმავს. The Guardian-ის ინფორმაციით, პატარა გენიოსი აპირებს რომ ასტროფიზიკოსი გამოვიდეს.

9 წლის დევიდ ბოლოგანმა სკოლა დისტანციურად დაამთავრა, ატესტატიც აიღო და ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი ხდება. ბიჭუნა თავისი მასწავლებლების მადლიერია, ისინი კი თავის მხრივ ამბობენ, რომ ჭკვიანი მოსწავლისგან ბევრი რამ ისწავლეს.

ბავშვის მშობლებსაც კარგი განათლება აქვთ მიღებული, თუმცა ინტელექტუალური ვუნდერკინდის გაზრდა მაინც უჭირთ. „ის მხოლოდ 9 წლისაა, მის ტვინს კი ბევრი კონცეფციის გააზრება შეუძლია, ზოგჯერ ისეთისაც რომელიც მე ნამდვილად არ მესმის“ – აღნიშნავს ბიჭის დედა რონა.

დევიდი გარდა სწავლისა საბრძოლო ხელოვნებასაც ეუფლება, სპორტის სხვა სახეობებიც უყვარს და დიდი სიამოვნებით უკრავს პიანინოზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები