LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„90-იანებში ამას „კრიმინალური შოჩიკი“ ეწოდებოდა…“ – ბაჩიაშვილი ასაჯაროებს წერილს, რომელიც მისი თქმით ივანიშვილმა გაუგზავნა

192
გიორგი ბაჩიაშვილი, ბიძინა ივანიშვილი

„დღეს გაიმართა ივანიშვილის მიერ დადგმული და მისი მორჩილი პროკურატურის და სასამართლოს შესრულებული სასამართლო სხდომა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი წერს.

ბაჩიაშვილი სოციალურ ქსელში ასაჯაროებს წერილს, რომელიც, მისი თქმით ივანიშვილმა გაუგზავნა.

როგორც ბაჩიაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესი „აბსოლუტური პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ადამიანის მხრიდან ანგარიშსწორების და დიდძალი თანხის გამოძალვის მცდელობაა“:

„ეს არის პროცესი, სადაც ივანიშვილი პირდაპირ არის მომჩივანი, პროკურორიც და მოსამართლეც“ – საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი მიმდინარეობს, პროკურორის თქმით, მან ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8 986 ბიტკოინი მიითვისა

„ბოლო 2 წლის განმავლობაში, პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც რაიმენაირად ამტკიცებს, ან ამყარებს იმ ფაბრიკაციას, რომელსაც ივანიშვილი ტირაჟირებს“ – განაცხადა თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა.

„დღეს გაიმართა ივანიშვილის მიერ დადგმული და მისი მორჩილი პროკურატურის და სასამართლოს შესრულებული სასამართლო სხდომა. ეს პროცესი არის აბსოლუტური პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ადამიანის მხრიდან ანგარიშსწორების და დიდძალი თანხის გამოძალვის მცდელობა.

ნიშანდობლივია, რომ როდესაც რუსეთის სასარგებლოდ დემოკრატიის უკუსვლისთვის სანქცირებული ადამიანი, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქცირებული პროკურორის მეშვეობით ასამართლებს ადამიანს კორუფციისათვის სანქცირებული სასამართლოს პირობებში. ეს არის მაგალითი თუ როგორი არ უნდა იყოს სამართლებრივი სახელმწიფო.

ქვემოთ მოყვანილია ის წერილი, რომელიც ივანიშვილმა გამომიგზავნა. 90-იანებში ამას „კრიმინალური შოჩიკი“ ეწოდებოდა:

ვიდეო: „ამ „დიფ სთეითზე“ ძალიან მეცინება იმიტომ, რომ ჩემ თვალწინ იგონებდა ამ ნარატივს“ – გიორგი ბაჩიაშვილი

„როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის 27 მარტს დანიშნულია წინასასამართლო სხდომა, სადაც მათ შორის წყდება არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხი. შესაბამისად, ამ ეტაპამდე, დაზარალებული მხარე თანახმაა, რომ მიიღოს ბრალის დადგენილებაში საბოლოოდ ასახული ბიტკოინების რაოდენობის 60%; არსებულ შეთავაზებაზე უარის თქმის, პასუხის გაცემის გაჭიანურების შემთხვევაში, შეთავაზების გააკეთებიდან ყოველ მომდევნო თვეს (ამ შემთხვევაში 2024 წლის 1 აპრილიდან), დაზარალებულისათვის გადასაცემი ბიტკოინების რაოდენობა გაიზრდება 5%-ით.

„ბაჩიაშვილმა შეცდომაში შეიყვანა ინვესტორი და მიითვისა მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა“ – რას წერს ივანიშვილის ადვოკატი

„მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის დაკავშირება ბატონი ბაჩიაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებთან არის ყოვლად უსაფუძვლო ბრალდება“.

მაგალითად, აპრილის თვიდან, ნაცვლად 60 %-ისა მისაღები იქნება ბიტკოინების სრული რაოდენობის მინიმუმ 65%-ის გადაცემა, მაისის თვიდან 70%-ის გადაცემა და ა.შ. დაზარალებული მხარის პოზიციის აშკარა მართებულობის გათვალისწინებით, ჩვენი ვარაუდით, სასამართლომ წლის ბოლომდე უნდა მოახერხოს საქმის განხილვა და აღნიშნული პერიოდის გასვლისას, შეთავაზების მიუღებლობის შემთხვევაში, ბრალდებულ მხარეს ამოწურული ექნება ყოველგვარი დისკონტის მიღების შესაძლებლობა;

თუკი ბრალდებული მიიჩნევს, რომ იგი მოახერხებს მითვისებული კრიპტოვალუტის რაიმე ფორმით განკარგვას და აღნიშნულით რაიმე სარგებლის მიღებას, მისი აღნიშნული მცდელობა ფუჭი იქნება, ვინაიდან დაზარალებული მხარე გამოიყენებს ყველა არსებულ ბერკეტს აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად; გთხოვთ, გვაცნობეთ თქვენი პოზიცია წინამდებარე შეთავაზებასთან დაკავშირებით“,- აღნიშნულია ბაჩიაშვილის მიერ გავრცელებულ პოსტში.

„ვაპირებთ, აგრესიულად ვიმოქმედოთ მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ამ აბსურდული, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების შემდეგ“ – ბაჩიაშვილის საქმეში საერთაშორისო იურიდიული ფირმა ერთვება 

დღეს გაიმართა ივანიშვილის მიერ დადგმული და მისი მორჩილი პროკურატურის და სასამართლოს შესრულებული სასამართლო სხდომა. ეს…

Posted by George Bachiashvili on ხუთშაბათი, 23 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g