,,ოსკარის” ნომინანტი მსახიობი, მიკი რურკი იმ ვარსკვლავთაგანია, რომელიც მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად არ ხვდება. პაპარაცებმა 71 წლის რურკი მეგობართან ერთად სავახშმოდ მიმავალი ბევრელი-ჰილსზე გადაიღეს.
„9 ½ კვირის“ ვარსკვლავი ქანთრი სტილში იყო გამოწყობილი. მას კუბოკრული მანტო, ნაცრისფერი მაისური და ნაქარგებიანი ჯინსის შარვალი ეცვა, მის ლუქს კი ქოვბოის ქუდი ასრულებდა.
ის, რომ 90-იანი წლების სექს-სიმბოლო უკვე მრავალი წელია აღარ ჰგავს საკუთარ თავს საზოგადოებისთვის სიახლეს არ წარმოადენს, თუმცა თუკი ახალი ფოტოებით ვიმსჯელებთ, მსახიობი კიდევ უფრო შეცვლილია.
„ნუთუ ეს მიკი რურკია?“, „არანაირი საერთო“, „რა დაემართა?“, – წერენ კომენტარებში
90-იანი წლების სექს-სიმბოლომ, 67 წლის მიკი რურკმა, იმიჯი ისევ შეიცვალა და ქერათმიანი გახდა