LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

91-ე ტროფეი ისტორიაში, 34-ე გამარჯვება ჩემპიონატში – “რეალი” ჩემპიონია

185
-HE17477Thumb

გამარჯვება ლა ლიგაში – 91-ე ტროფეი ისტორიაში. “რეალი” ამ მაჩვენებლით “ბარსელონას” დაეწია.
მარადიულ დაპირისპირებაში კვლავ პარიტეტია.

“რეალმა” ჩემპიონატის 37-ე ტურში “ვილიარეალი” 2:1 დაამარცხა (ქარიმ ბენზემას დუბლი) და 34-ედ მოიგო ქვეყნის პირველობა.

ეს ტიტული 91-ე გახდა “სამეფო კლუბის” ისტორიაში. “გალაქტიკოსს” 34-ჯერ აქვს მოგებული ლა ლიგა, 19-ჯერ გაიმარჯვა ესპანეთის თასზე, 11-ჯერ წაიღო შინ სუპერთასი და ერთხელ ლიგის თასი. საერთაშორისო არენაზე “რეალს” სარეკორდო, 13 მოგება აქვს ჩემპიონთა ლიგაზე, 3-ჯერ აიღო საკონტინენტთაშორისო თასი, 2-ჯერ გაიმარჯვა უეფას თასზე, 4-ჯერ – მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე და 4-ჯერ აქვს მოგებული უეფას სუპერთასი.

საერთო მაჩვენებლით “რეალი” “ბარსელონას” დაეწია. “ბლაუგრინას” მონაგარი ასეთია: ლა ლიგა – 26 გამარჯვება; ესპანეთის თასი – 30; სუპერთასი – 13; ლიგის თასი – 2. ჩემპიონთა ლიგა – 5; უეფას სუპერთასი – 5 (ერთხელ თბილისში, 2015 წელს); ბაზრობათა თასი – 3; მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი – 3; თასების თასი – 4.

“რეალმა” ბოლო ათწლეულში ჩემპიონობა სულ მესამედ მოიგო(2011/12 და 2016/17). ბოლო ორ გათამაშებას კი მესამე ადგილზე ასრულებდა.

“რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა უკვე მე-11 ჯილდო მოიგო “რეალთან” ერთად (3 – ჩემპიონთა ლიგა, 2 – ესპანეთის ჩემპიონატი, 2 – საკლუბო ჩემპიონატი, 2 – უეფას სუპერთასი და 2 – ესპანეთის სუპერთასი).

ფეხბურთელის რანგში ზიზუს 6 ტროფეი აქვს მოგებული “რეალში”.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები