ინგლისის „დერბი ქაუნთის“ გულშემატკივარი 189 დღეში 93 სტადიონს ესტუმრა. ამის გამო ის გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს.
ედ ვუდმა 6 თვეში ინგლისში ყველა სტადიონი მოიარა და სხვადასხვა გუნდების საშინაო მატჩებს დაესწრო.
22 ათასი მილის გავლისა და 189 დღის შემდეგ ედ ვუდი საბოლოო დანიშნულებამდე ინგლისის ლიგა 1-ის მონაწილე როჩდეილის კრაუნ ოილ არენას ესტუმრა. ვუდმა 1969 წლის რეკორდი გააუმჯობესა.
ამ მოგზაურობას ბევრი დაგეგმვა დასჭირდა. ლიგა ერთისა და ლიგა ორის რამდენიმე თამაში გადაიდო, ამიტომ გამიმართლა, ჩემს განრიგს დაემთხვა, – აღნიშნა რეკორდსმენმა ქომაგმა.
51 წლის ფანი ქალაქ ლიდსში ცხოვრობს. მან სტადიონების სიარულის რეკორდი გარდაცვლილი მამის ხსოვნას მიუძღვნა.