დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გამოჩნდა მედიამაგნატი, რუპერტ მერდოკი. 93 წლის მერდოკს თან მეხუთე მეუღლე, 67 წლის ელენა ჟუკოვა ახლდა, რომელიც რომან აბრამოვიჩის ყოფილი სიდედრი გახლავთ. ამ დღეს რუპერტი მუქ ლურჯ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, მის მეუღლეს კი შავი სადა ზედა ეცვა.
ცნობისთვის, წყვილის რომანის შესახებ ცნობილი გასულ წელს გახდა. ისინი 2024 წელს ივნისში დაქორწინდნენ და მას შემდეგ ერთად აღარ გამოჩენილან.