LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“94 წლის ქალი კარგად გამხადეს…” – ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსზე ერთი ოჯახის 4 თაობა მკურნალობს

487
BeFunky-collage (4)

ტელეკომპანია „მაესტროს“ გადამღები ჯგუფი ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებოდაю კლინიკაში Эკოვიდ 19″-ზე ერთი ოჯახის 4 თაობა მკურნალობს. ოჯახის უხუცესი წევრი, 94 წლის ელინა თაგაური კორონავირუსით დაინფიცირების ისტორიას იხსენებს.

“დიდი მადლობა, რომ 94 წლის ქალი კარგად გამხადეს, ახლა გამიშვან, ვთხოვ…ჩემოდენა ქვა აღარ გორავს და მე ცოცხალი დავდივარ.

სიცხე არ მქონია, სუნთქვა მიჭირდა და მტკიოდა ყელი. ახლა კარგად ვარ. არაფერი აღარ მიჭირს. ოღონდ ჩემს სახლში წავიდე, მეტი არაფერი არ მინდა“, – ამბობს ელინა თაგაური.

ოჯახის კიდევ ერთი წევრი რომან თაგაური ყვება, რომ პირველად ვირუსი მის მეუღლეს აღმოაჩნდა, ამის შემდეგ კი ოჯახის სხვა წევრებსაც გადაედოთ.

“რეკომენდაციებს ყველანაირად ვიცავდით, ყველა სახლში ვიყავით, მაგრამ საიდან შემოგვეპარა აზრზე არ ვართ…

ახლა ხალხს მოვუწოდებ, დროზე გაუფრთხილდნენ, სახლიდან არ გამოვიდნენ, ექიმებს დავემორჩილოთ და მე მგონი, მოგვშორდება ეს ვირუსი“, – ამბობს რომან თაგაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g