LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

95 წლის ტყუპმა დებმა აღიარეს, რომ ჯანმრთელობის მთავარი საიდუმლო აქტიური ინტიმური ცხოვრებაა

381
britaniantwincex

დიდი ბრიტანეთის ყველაზე ასაკოვანი ტყუპები დორისი და ლილი ცოტა ხნის წინ 95 წლისები გახდნენ და თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ. დები პოპულარული გადაცემის – „დილა მშვიდობისა ბრიტანეთო“–ს ონლაინ–ფორმატში ეწვივნენ და მაყურებელი ძალიან გაახალისეს. დორისმა და ლილიმ აღიარეს, რომ ცნობილ მსახიობზე, ჯეისონ სტეტჰემზე არიან უგონოდ შეყვარებულები.

„ჯეისონთან ერთი ღამის სანაცვლოდ სიცოცხლესაც კი დავთმობდი!“ – იხუმრა ლილიმ.

თავიდან კი ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად დაიწყო. დებმა კარანტინზე და თვითიზოლაციაზეც ისაუბრეს. მოხუცებზე ამჟამად ლილის ქალიშვილი ზრუნავს, იმისათვის რომ იზოლაცია ერთად გაეტარებინათ, დორისი საცხოვრებლად მათთან გადავიდა. „ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ ზოგჯერ ვიწყენთ ხოლმე, თუმცა მხოლოდ ცოტა ხნით“.

ამის შემდეგ ტყუპებს გადაცემის წამყვანებმა ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს გამხელა სთხოვეს. რასაც მოყვა კიდეც ყველაზე პიკანტური ნაწილი. დებმა აღიარეს, რომ საპატიო ასაკს ცეცხლოვანი სექსუალური ცხოვრების დამსახურებით მიაღწიეს.

ამ პასუხმა წამყვანები ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოაჩინა, ისინი სიცილს ვერ იკავებდნენ და დიალოგის გაგრძელება ძალიან გაუჭირდათ.

გადაცემის მაყურებელს დორისი და ლილი ისე მოეწონა, რომ ტყუპებისთვის ყოველდღიური რუბრიკის გაკეთების მოთხოვნით ინტერნეტში მთელი კამპანიაც კი დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g