ჯო და ჯილ ბაიდენებმა „თეთრ სახლში“ იაპონიის პრემიერმინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით გრანდიოზული მიღება მოაწყვეს. ოფიციალურ სადილზე უამრავი ცნობილი სახე იყო მიწვეული. მათ შორის ლეგენდარული მსახიობი, რობერტ დე ნირო და მისი საცოლე, ტიფანი ჩანი. აგრეთვე „ამაზონის“ დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი და მისი საყვარელი ქალბატონი, ლორენ სანჩესი.
ამ დღეს 54 წლის ლორენი, როგორც ყოველთვის გრაციოზულად გამოიყურებოდა. მან ოფიციალურ ვიზიტზე ულამაზესი წითელი კაბა მოირგო. ეს გახლდათ სხეულზე მომდგარი გიპიურის გრძელი კაბა, რომელსაც მთელი გულ-მკერდი მოღებული ჰქონდა. რაც შეხება ჯეფს, ის შავ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, მის ლუქს კი ბაფთა ასრულებდა. მილიარდერი ბეზოსი საყვარელ ქალს გვერდიდან არ შორდებოდა და კმაყოფილი, ამაყი სახით გადაადგილდებოდა „თეთრ სახლში“.
„თეთრი სახლი წითელი კაბით დაიპყრო“ , „იდეალური ქალია“„, „ცეცხლოვანი ლორენი“, – არ წყდება კომენტარები.