LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია თბილისში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობას იწყებს

29

თბილისის მერია ქალაქში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით ნარმანიამ თბილისში მანქანებით გადატვირთული ტროტუარებზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მათ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ თვალსაზრისით სიტუაცია შეისწავლეს და კომპანია “სითი პარკს” 500-ზე მეტი ადგილი ჩამოართვეს, სადაც წინა ხელისუფლების პირობებში პარკირებასთან დაკავშირებით თანხმობა იყო მიცემული.

თბილისის მერის თქმით, პარკირება ეტაპობრივად ამჟამად არსებულ 1500-მდე ადგილზე გაუქმდება.

“ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ. დაახლოებით 1500-მდე ადგილი კიდევ აქვთ მათ დარჩენილი და ამ ადგილებზე პარკირება ეტაპობრივად გაუქმდება. თუმცა, მეორე მხრივ, ეს დისკომფორტია ავტომობილის მფლობელებისთვის. ამიტომ ჩვენ დედაქალაქში საპირისპირო ღონისძიებაც დავიწყეთ.

მრავალსართულიანი პარკენგების მშენებლობასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია მზადდება, რომელიც დაახლოებით სამ კვირაში უკვე მზად იქნება. მერიას ჩაბარდება და ამაზე დაყრდნობით საინვესტიციო პროექტებს მოვამზადებთ და გამოვაცხადებთ ქალაქში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობის დაწყებას, რაც არსებულ მდგომარეობას დაარეგულირებს”, _ განაცხადა ნარმანიამ.

 

 

interpressnews.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები