იმ კინტოს დაუკვეთეს, რომ ჩაეშალა სხდომა და გააკეთა ის, რაც გააკეთა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ 15 აპრილს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, კომიტეტის სხდომაზე ვერ მოისმინა არგუმენტი, რატომ არის ფინანსების გამჭვირვალობა რუსული და დაფინანსების დაფარვა – ევროპული.
ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში – ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
„ექვსი საათი ვუსმენდი, რომ ერთი არგუმენტი დაედოთ, რატომ არის ფინანსების გამჭვირვალობა რუსული და დაფარვა ფინანსებისა და დაფინანსების – ევროპული. ვერ გავიგე, ვის არ მოვუსმინე. ბოლოს რა გააკეთეს?! იმ კინტოს, არ ვიცი, რა მიზანი ამოძრავებდა, იმ კინტოს დაუკვეთეს, რომ ჩაეშალა სხდომა და გააკეთა ის, რაც გააკეთა, სამარცხვინო იყო, რაც ვნახეთ. არც მინდა ამის გახსენება.
მიპარვით რომ ჩაარტყა, ეგ არაფერში წერია. ასე მტერს არ ვექცეოდით, რადგან ეს ლაჩრობად ითვლება. ალეკო ელისაშვილი კომენტარის ღირსიც კი არ არის. თუ ერთი ადგილი და შნო გაქვს, პირდაპირ მიდი – გვერდიდან მიეპარა, როცა არ უყურებდა მაშინ, ჩაარტყა და მერე გარბოდა. იმის შნოც არ ჰქონდა, ბოლომდე კაცურად დამდგარიყო. ის კაცუნაა ამ ქალაქში უნდა ვიცხოვროთ და მას კინტოს იარლიყი მთელი ცხოვრება ექნება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.