სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის წევრთან, ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო.
უწყების ცნობით, ოპოზიციონერი დეპუტატი გამოკითხვაზე დაიბარეს.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის მომართვის საფუძველზე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო, ელისაშვილი დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში, სადაც მოხდება გამოძიების ფარგლებში მისი გამოკითხვა“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.