მეგი მეხრიშვილი, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება შვილთან სიშორით გამოწვეულ ემოციებს გვიზიარებს და მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე საუბრობს.
„3 მარტს დედაზე სიმღერა უნდა ემღერა და მთხოვა, რომ მივსულიყავი. ვუთხარი რომ ვერ მივიდოდი, მაგრამ დავურეკავდი… შუა სიმღერისას ტირილი დაიწყო, დედა მენატრებაო.. სჯობდა მომკვდარიყავი, ვიდრე იმ კადრებისთვის მეყურებინა..“, – იხსენებს ემიგრანტი მეგი მეხრიშვილი „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.
როგორც მეგი აღნიშნავს, ის ოჯახური ძალადობის მსხვერპლია და ამის გამო იმყოფება პატიმრობაში.
„უნდა წავსულიყავი და არ მინდოდა ბავშვები გამეღვიძებინა.. ვეხუტებოდი მათ და ვერ ვშორდებოდი. უბრალოდ ძალიან ძნელია ამ ასაკში იყო აქ.. ძალიან ძნელია“, – ამბობს მეგი მეხრიშვილი.