„როდესაც 2017 წელს კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ოჯახი ეს იყო ქალისა და მამაკაცის კავშირი, გვამუნათებდნენ, მაგრამ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ ევროპის, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ბევრ კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა“, – ამის შესახებ , „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
ქუთაისში, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ „გამორჩეულია ისეთი გამოწვევები, რომელიც ვიღაცას უნდა, რომ თანამედროვე ტრენდად და თანამედროვეობის ტრენდად შემოგვასაღოს“:
„ქუთაისში ხშირად გვიწევს ქუთაისელებთან შეხვედრა და ამ ბოლო დროს, აქტუალური თემები, იცით თქვენ რაც არის. ბევრი არ გვახსენდება უფრო ძველი ევროპული ქალაქი, ვიდრე ეს ქუთაისია და დიდი პატივისცემით მივესალმები თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ქუთაისელს.
აქტუალური საკითხებიდან ამ ბოლო დროს, როგორც ბატონმა შალვამ [პაპუაშვილმა] ბრძანა, გამორჩეულია ისეთი გამოწვევები, რომელიც ვიღაცას უნდა, რომ თანამედროვე ტრენდად და თანამედროვეობის ტრენდად შემოგვასაღოს.
ასევე ნახეთმმართველი გუნდი „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას იწყებს.
მაშინ, როდესაც 2017 წელს კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ოჯახი ეს იყო ქალისა და მამაკაცის კავშირი, გვამუნათებდნენ ამაზე და გვეუბნებოდნენ, რომ არ იყო ეს საკითხი აქტუალური, მაგრამ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ ევროპის, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ბევრ კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა“.- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ინფორმაციისთვის, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. ამ დროისთვის პირველი შეხვედრა ქუთაისში მიმდინარეობს.