LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Georgian Airways“, „Bravo Airways“ და „Fly Dubai“ ახალ მიმართულებებს და სიხშირეებს ამატებენ

11

ქართული ავიაკომპანია „Georgian Airways“ მიმდინარე წლის 22 მაისიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებას იწყებს ერაყის მიმართულებით. თბილისი-ერბილი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში 2 სიხშირით განხორციელდება.

უკრაინული ავიაკომპანია „Bravo Airways“ 2016 წლის 19 ივნისიდან შეასრულებს ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით, კვირაში 1 სიხშირით. ფრენები გაგრძელდება 18 სექტემბრამდე და მთლიანად ორიენტირებული იქნება ტურისტული ნაკადების საქართველოში ჩამოყვანაზე.

ავიაკომპანია „Fly Dubai“ ზრდის ფრენის სიხშირეს დუბაი-თბილისი-დუბაის მიმართულებით და  2016 წლის 8 ივლისიდან საჰაერო მიმოსვლას შეასრულებს კვირაში 14 სიხშირით ნაცვლად 7 სიხშირისა, ხოლო 30 სექტემბრიდან კი ფრენები აღნიშნული მიმართულებით შესრულდება კვირაში 10 სიხშირით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიებს უკვე გასცა საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები