„გაჩერდი, არ ჩასქროლო, ადამიანო ვინც ბოლომდე ვერ ხარ ხალხის მხარეს… ვისაც „მაგრამ“ გაწუხებს…“, – წერს სოციალურ ქსელში ცნობილი შეფ-მზარეული ლუკა ნაჭყებია და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
„იცი, ბოლომდე თუ გადმოხვალ ხალხის მხარეს, მაგარ თავისუფლებას იგრძნობ… თითქოს წონა მოიხსენი გულიდან.. სუნთქვაც გიმარტივდება… შიგნიდან სინდისის ჭია აღარ გკბენს…
33 წელია ამ ქალაქში ვცხოვრობ, და ეს დღეები მხუთავი გაზით სავსე რუსთაველზე, ყველაზე სუფთა ჰაერი იყო და ყველაზე მარტივი იყო ღრმად სუნთქვა…“, – წერს ლუკა ნაჭყებია.