მაია ჯაბუა დღეს იუბილარია.
პოპულარულ მომღერალს დაბადების დღეს ულოცავს მეგობარი და კოლეგა, ეკა კახიანი.
მაიასა და ეკას ბავშვობის მეგობრობა აკავშირებთ და ამას ის ფოტოებიც მოწმობს, რომლებიც ეკამ „ფეისბუქზე“ გამოფინა.
„მაო, გილოცავ დაბადების დღეს“, წერს ეკა სოციალურ ქსელში.
ეკა კახიანის მილოცვას უერთდებიან სხვა ცნობილი ადამიანებიც.