ნუკა კვალიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ფულისა და ფინანსების მიმართ და აღნიშნავს, რომ მისთვის მატერიალისტური მოთხოვნილებები მეორე საფეხურზეა:
„უაზრო, ბრენდირებულ, ძვირიან ნივთებში, გარდა ტექნიკისა, არ მიყვარს ფულის დახარჯვა. „პრადას“ ჩანთა და „გუჩის“ წინდები, რომლებიც 2024 წლის მოდელია, ნამდვილად არ მიზიდავს.
ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ მე არ შევდივარ „მატერიალისტი გოგონების“ ჯგუფში, რომლებიც გადართული არიან მიწიერ ნივთებზე და მოთხოვნილება აქვთ, ყოველთვის ვიღაცას რაღაც უმტკიცონ. არ მაქვს ისეთი გატაცებები, რაც სხვა გოგონებს და ქალებს აქვთ…“