„ვიზალიბერალიზაციის შეჩერება გამორიცხული არ არის“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ x-ზე „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს და მიუთითებს, რომ „აგენტების კანონის მიღების შემთხვევაში, ყველაფერი მაგიდაზეა“:
როგორც იოზვიაკი ამავე პოსტში აღნიშნავს, ევროკავშირმა საქართველოს ვითარება და პოტენციური ზომები გუშინ განიხილა:
„ევროკავშირის ელჩებმა გუშინ კიდევ ერთხელ განიხილეს საქართველოს ვითარება, მათ შორის პოტენციური ზომები „უცხოური აგენტების” კანონის მიღების შემთხვევაში. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება გამორიცხული არ არის. ყველაფერი მაგიდაზეა” – წერს იოზვიაკი X-ზე.
შალვა პაპუაშვილი: „კანდიდატის სტატუსის შეჩერების შანსი ნულია“
კახა გოგოლაშვილი: „ხელისუფლების პირები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოსდა უვიზო რეჟიმის გაუქმებას EU-ს წევრი ქვეყნების კონსენსუსი ესაჭიროება – სინამდვილეში, საკმარისია ქვეყნების უბრალო უმრავლესობის მიმართვა, რომ ევროკომისიამ უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყანასთან 9 თვით შეაჩეროს“
„ჯერჯერობით ამას არ აკეთებენ მხოლოდ მათი კეთილი ნების გამო, რომელიც შესაძლოა გაქრეს, თუ მთავრობა გააგრძელებს ევროკავშირის დამუნათებას, დემოკრატიულ უკუსვლას და მისი მოთმინების გამოცდას.“
EU ambassadors discussed 🇬🇪 again yesterday, including potential measures in case the foreign agent law is adopted. Suspending visa liberalisation cannot be ruled out. All things on the table.
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) May 9, 2024