მსოფლიოში აღიარებულმა მეცო-სოპრანომ, ანიტა რაჭველიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ გადაცემაში „შენი დილა” ისაუბრა.
რაჭველიშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მანიფესტაციებში მონაწილეობენ მოუწოდებენ ყველას იბრძოლონ თავისუფლებისთვის:
„ხელი ნუ აგვაწევინოს ნურავის იმ მანიფესტაციებზე, სადაც დღეს და ხვალ გავალთ, სანამ იმ შედეგს არ მივაღწევთ, რაც დადებითი იქნება ჩვენი მომავლისთვის…
ჩვენ არ ვძალადობთ, ტყუილად გვაბრალებენ. ეს ახალგაზრდობა ხელს არ წევს, ხმას არ წევს, ის მღერის, ცეკვავს სანთელს ანთებს და ლოცულობს.
ეს ახალგაზრდობა მოუწოდებს ყველას თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ. ხელს წევს ის სამარცხვინო ადამიანი რომელსაც ჰგონია რომ არ მოეკითხება”- ამბობს ანიტა რაჭველიშვილი
მარინა ბერიძე და ანიტა რაჭველიშვილი საპროტესტო აქციებზე❤️ "ეს ახალგაზრდები მიტინგიდან მიტინგამდე უკეთ მღერიან და უკეთ ცეკვავენ" | მარინა ბერიძე და ანიტა რაჭველიშვილი საპროტესტო აქციებზე
Posted by შენი დილა • Sheni Dila on შაბათი, 11 მაისი, 2024