ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში ექსპერტი გოგა ხატიაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
ექსპერტი წერს, რომ ადამიანებზე თავდასხმა, მათთან დარეკვა და მუქარა უნდა შეფასდეს დევნის პერსპექტივით და არა სხვა, უფრო მსუბუქი მუხლებით:
„ადამიანებზე თავდასხმა, მათთან დარეკვა და მუქარა უნდა შეფასდეს დევნის პერსპექტივით და არა სხვა, უფრო მსუბუქი მუხლებით.
ეს არის დანაშაული, რომელიც გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის გამო ან/და მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ თუ პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. თუ დევნა ჩადენილია ძალადობით ან ძალადობის მუქარით – ეს დამამძიმებელი გარემოებაა და 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
მაგალითად, მუქარის შემცველი ტონით დარეკვა და პასუხის მოთხოვნა, თუ რატომ დადიხართ აქციაზე.
აუცილებელი არ არის დევნა იყოს მრავალჯერადი და განგრძობადი, ერთი ქმედებაც საკმარისია, რომ დევნად შეფასდეს (ამას მოწმობს არსებული პრაქტიკაც).
თუ ფიქრობთ, რომ სატელეფონო ზარი ან თქვენს მიმართ განხორციელებული თავდასხმა (სიტყვიერი თუ ფიზიკური) შეიცავს ამ დანაშაულის ნიშნებს, აუცილებლად მიმართეთ საგამოძიებო ორგანოს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური – 199
აუცილებელია ყველაფრის დოკუმენტირება და ოფიციალურად აღრიცხვა”- წერს გოგა ხატიაშვილი.
📢ადამიანებზე თავდასხმა, მათთან დარეკვა და მუქარა უნდა შეფასდეს დევნის პერსპექტივით და არა სხვა, უფრო მსუბუქი…
Posted by Goga Khatiashvili on პარასკევი, 10 მაისი, 2024