სამოქალაქო აქტივისტი ტიტე გედენიძე წერს, რომ მის ძმას წუხელ თავს დაესხნენ.
როგორც გედენიძე სოციალურ ქსელში წერს, „ბოლო დღეებია, მთელ ოჯახს უთვალთვალებენ”:
„რამდენიმე წუთის წინ ჩემს ძმას თავს დაესხნენ. სადარბაზოში შესვლისას დახვდა 2 ნიღბიანი … (გარეთ კიდევ რამდენიმე ელოდებოდა).
ჩემმა ძმამ მოასწრო რეაგირება და თავის დაცვა.
ბოლო დღეებია გვითვალთვალებენ მთელ ოჯახს, მაგიტომაც ერთად დავდივართ, მაგრამ ახლა მარტო რომ მოიხელთეს, მხოლოდ მაშინ გაბედეს თავდასხმა” – წერს ტიტე გედენიძე.
რამდენიმე წუთის წინ ჩემს ძმას თავს დაესხნენ. სადარბაზოში შესვლისას დახვდა 2 ნიღბიანი ნაბოზარი (გარეთ კიდევ რამდენიმე…
Posted by Tite Gedenidze on შაბათი, 11 მაისი, 2024