LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – სავარაუდოდ, დაკავებულია მინიმუმ ერთი მომიტინგე

170
აქციის მონაწილის ცემა

დღეს „ქართულ ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს. აღნიშნული კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირზე ღამე გაათენეს.

მათი მიზანია, დილით უმრავლესობის წევრი დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვან.

ადგილზე საპოლიციო ძალები არიან მობილიზებული. სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის მისამართით ბოთლები ისროლეს. სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, მინიმუმ ერთი მომიტინგე დააკავეს.

გარდა ამისა, საპოლიციო ძალები დემონსტრანტებს, ასევე, მედიის წარმომადგენლებს ტერიტორიას ატოვებინებენ და ქუჩის სრულად გათავისუფლებას ცდილობენ.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

magti 5g