LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი იონათამიშვილი: ბიძინა ივანიშვილი არის პატრიოტი და ერთგული ადამიანი, ამიტომ დაუჯერებელია, რომ საქართველოს ინტერესების საზიანოდ, სანქციების თუ მუქარის საპასუხოდ უკან დაიხიოს

149
რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჯიმ ობრაიენის მიერ სანქციების კონკრეტული პაკეტის წარდგენის საპასუხოდ „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პოზიციას გადახედავს.

„იმედი“: ო’ბრაიენს ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი ჩამოაქვს

იონათამიშვილის თქმით, დაუჯერებელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ინტერესების საზიანოდ, სანქციების თუ სხვა მუქარის საპასუხოდ უკან დაიხიოს.

„ბიძინა ივანიშვილს უდიდეს პატივს ვცემთ, ვინაიდან ის არის ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანი, ამიტომ დაუჯერებელია, რომ მან საქართველოს ინტერესების საზიანოდ, სანქციების თუ სხვა მუქარის საპასუხოდ უკან დაიხიოს. ეს არის ფაქტი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g