ნანა ნებიერიძე ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით:
„ხშირად ვეკითხებოდი ხოლმე ჩემს თავს, რატომ ვერ აწყობ პირად ცხოვრებას, თუ ასეთი მაგარი და ლამაზი გოგო ხარ-მეთქი და მივხვდი, რომ აქამდე შინაგანად თუ ენერგეტიკულად არ ვიყავი მზად და არც მინდოდა. არც ის ადამიანი შემხვდა, რომ ერთ ტალღაზე გვეცხოვრა, თუმცა დარწმუნებული ვარ, სადღაც ახლოს დადის (იცინის). არ ვარ მარტო, უბრალოდ, ჯერ არ შემხვდა ის ადამიანი, ვის გვერდითაც ბედნიერი ვიქნები. აქამდე არ ვიყავი მზად, ახლა მზად ვარ და ველოდები, ჩემი მეორე ნახევარი როდის იქნება მზად და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოჩნდება…“