LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია დავითიანი: „ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, 65 წლის ასაკში თუ ასეთი ბედნიერი და ლამაზი ცხოვრება მექნებოდა… ბევრს ნიშნავს, რომ დღეს ჩემ გვერდით საყვარელი ადამიანი არსებობს…“

8605
გია დავითიანი მეუღლესთან ერთად

ახლახან გია დავითიანმა 65 წლის იუბილე მეუღლის, ეკატერინე არჩვაძისა და ოჯახის წევრების, ასევე ახლობლებისა და კოლეგების წრეში ბროწეულაში აღნიშნა, სადაც სახელდახელოდ ვარსკვლავიც კი გაუხსნეს. ჟურნალ „სარკესთან“ „ალილოს“ წევრი თავის განვლილ ცხოვრებას აჯამებს:

„65 წელი ისეთი ასაკია, როდესაც ბევრი რამე გაქვს გამოვლილი, ბევრი რამ იცი, ცხოვრებისეული გამოცდილებაც დაგროვილი გაქვს. გიხარია, როდესაც ამდენ ხალხს უყვარხარ და პატივს გცემს. ჩემს დაბადების დღეზე ბევრი სიურპრიზი და სიხარული მივიღე. პირველ რიგში, ჩემმა მეუღლემ ისეთი ტორტი დამახვედრა, რომ მისი ვიზუალით გაოცებული დავრჩი. ტორტზე იყო მიკროფონიც, საქსოფონიც. სიურპრიზი იყო ჩემთვის ისიც, რომ დაბადების დღეზე ვარსკვლავი გამიხსნეს. ბროწეულაში კიდევ ერთი სურვილი ავიხდინე და პატარა სცენა გავაკეთე. სწორედ ამ სცენაზე გამიხსნეს ვარსკვლავი.

რა თქმა უნდა, წლებს თავისი გულისწყვეტაც მოაქვს… ცხოვრებაში სიყვარულსა და ბედნიერებასთან ერთად, სიმწარეც ბევრი მაქვს ნანახი, ამიტომ განსაკუთრებით ვუფრთხილდები ყველა ურთიერთობას, რომელიც მაბედნიერებს.

რამდენიმე წლის წინ ცხოვრებაში დიდ სიყვარულს შეხვდით და კიდევ ერთხელ შექმენით ოჯახი. როგორია დღეს ეს სიყვარული და ოჯახური იდილია?

ბევრს ნიშნავს, რომ დღეს ჩემ გვერდით საყვარელი ადამიანი არსებობს. ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში, რომ შევხვდი და გავიცანი ეკატერინე არჩვაძე. სწორედ ის იყო თავიდან ბოლომდე ჩართული ჩემი საიუბილეო საღამოს ორგანიზებაში. ყველა დეტალი საოცრად ჰქონდა გათვლილი, მუსიკალური პროგრამაც შესანიშნავად ჰქონდა აწყობილი. როდესაც ასეთი მზრუნველი მეუღლე გყავს გვერდით, ამაზე დიდი ბედნიერება რა არის? ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მას, ასევე ჩართულები იყვნენ ჩვენი შვილებიც.

ანუ დღეს თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი, მშვიდი და ჰარმონიული პერიოდია?

ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, 65 წლის ასაკში თუ ასეთი ბედნიერი და ლამაზი ცხოვრება მექნებოდა. ღმერთს მადლობას ვწირავ ამისთვის ყოველთვის!..“

ვიდეო: გია დავითიანი იუბილარია – „ამ შენი ხელით შექმნილ სამოთხეში 100 წელი გენარნაროს“ | როგორ მიულოცეს ცნობილ მომღერალს იუბილე

ფოტო/ვიდეო: როგორ აღნიშნა იუბილარმა გია დავითიანმა დაბადების დღე – ვარსკვლავთცვენა „ბროწეულაში“ და მომღერლისთვის გახსნილი ვარსკვლავი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g