LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ყველაზე „ტიკტოკერული“ ქალაქები დაასახელეს

133
pexels-keenan-constance-2865891-1-scaled

სააგენტო Upbeat-ის ექსპერტებმა TikTok-ზე იმ ვიდეოების ნახვების რაოდენობა გააანალიზეს, რომელიც ევროპულ ქალაქებს ეძღვნება.

ბარსელონა – TikTok-ის ყველაზე პოპულარული ევროპული ქალაქი აღმოჩნდა: ესპანური ქალაქის შესახებ გადაღებულ ვიდეოებს 106,1 მილიარდი ნახვა აქვს.

სოციალური ქსელის მომხმარებელთა შორის პოპულარობით მეორე ადგილზე გავიდა ლონდონი, 68,6 მილიარდი ნახვით.

სიაში მესამე ადგილს პარიზი, 64,8 მილიარდი ნახვით ასრულებს. ლუვრი tiktok-ის 91 100 ვიდეოშია ნაჩვენები.

მეოთხე ადგილზე – სტამბოლია: მას 53,1 მილიარდი ნახვა აქვს. აია-სოფია ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა. ის 28 400 შეტყობინებაშია ნახსენები.
ასევე რეიტინგში მოხვდნენ – მადრიდი, ბერლინი, ანკარა, მილანი, ჰამბურგი და მანჩესტერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები