ბოლო რამდენიმე დღეა, მედია მოცულია „ბენიფერის“ ირგვლივ ატეხილი მითქმა-მოთქმით. ინსაიდერები აცხადებენ, რომ წყვილი განქორწინებას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ჯეი ლო და ბენი გუშინ 7 კვირიანი პაუზის შემდეგ ერთად გამოჩნდნენ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი დარწმუნებულია იმაში, რომ მათ ქორწინება კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ჯეი ლო და ბენ აფლეკი განქორწინებას გეგმავენ, ბენი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა
ბუნებრივია, მედიის ინტერესს ახლა ჯეი ლოს ყოფილი საქმრო, ალექს როდრიგესიც იმსახურებს, რომელმაც ჯეი ლოსათან განშორებით გამოწვეული დეპრესია რთულად დაამარცხა და ახლა ფიტნეს ინსტრუქტორთან, ჟაკი კორდეიროსთან თავს ბედნიერად გრძნობს.
მედიაში სპორტსმენის ახალი ფოტოების სერია გავრცელდა, ალექსი ჭიქით ხელში დგას და სპორტულ ღონისძიებას სტუმრობს. ცხადია, მისი ფოტოები არ დარჩენილა სახალისო კომენტარების გარეშე.
„კარმის სადღეგრძელოს ამბობს“, „ნეტავ რა რეაქცია ჰქონდა ბენიფერის ამბავზე?“- არ წყდება კომენტარები.
შეგახსენებთ, როდესაც ჯეი ლომ და ბენმა 20 წლის შემდეგ რომანი განაახლეს, ჯენიფერი ალექს როდრიგესზე იყო დანიშნული. ჯეი ლომ იგი სწორედ ბენის გამო მიატოვა.
„მაბედნიერებ“ – საკურთხეველთან მიტოვებულმა ალექს როდრიგესმა ნამდვილი სიყვარული იპოვა