LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი: „ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში“

161
ჩარლზ ბრაუნი

„ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში“, – ამის შესახებ აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნულით ჩარლზ ბრაუნმა უპასუხა შეკითხვას, შეუძლია თუ არა NATO-ს რაიმეს გაკეთება იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის მხრიდან გავლენის გაზრდის მცდელობებს, როგორ აისახება ეს იმაზე, რაც ახლა ხდება საქართველოში და როგორ აისახება ეს საქართველოს NATO-სკენ მიმავალ გზაზე.

„ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში. ჩვენ დავრჩებით საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ ერთგული.

„ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას“ – მილერი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს”, – წერს მილერი.

თქვენ იცით, რომ გასულ კვირას შევხვდი ჩემს NATO-ს კოლეგებს, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად NATO-ს პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტზე, ასევე, ევროპაში უსაფრთხოების ზოგად სიტუაციაზე“. – განაცხადა გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

mazda magti 5g