LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიანუ რივზის შეყვარებული პაპარაცებს ემალება – 59 წლის მსახიობი და 51 წლის მხატვარი პაემანზე გადაიღეს

300
page

კიანუ რივზი და მისი შეყვარებული, ალექსანდრა გრანტი სანტა-მონიკაში, ვარსკვლავებისთვის განკუთვნილ გლამურულ რესტორანში Giorgio Baldi-ში პაემნის დროს გადაიღეს. ამ დღეს 59 წლის მსახიობი მუქ ლურჯ კოსტიუმში იყო გამოწყობილი. 51 წლის მხატვარს კი ბრჭყვიალა შავი კაბა ამშვენებდა.

როდესაც წყვილს, რესტორნის შემოსავლელთან პაპარაცები დახვდნენ, ალექსანდრა შეცბა, მან სახეზე ხელი აიფარა, თითქოს პაპარაცებს ემალებოდა.

ცნობისთვის, კაინუმ და ალექსანდრამ ერთმანეთი 2011 წელს გაიცნეს. ისინი რაღაც პერიოდის განმავლობაში მეგობრობდნენ, შემდეგ კი ეს გრძნობა სიყვარულში გადაიზარდა. მედიის ცნობით, ისინი მალე დაქორწინებას გეგმავენ.

კიანუ რივზის შეყვარებული პრინცესულ კაბაში გამოეწყო – წყვილის უახლესი ფოტოები

„დედას უფრო ჰგავს, ვიდრე შეყვარებულს“ – ალექსანდრა გრანტი კიანუ რივზს გადასაღებ მოედანზე გვერდიდან არ შორდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები