LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედას უფრო ჰგავს, ვიდრე შეყვარებულს“ – ალექსანდრა გრანტი კიანუ რივზს გადასაღებ მოედანზე გვერდიდან არ შორდება

282
page

კიანუ რივზს ახალი ფილმში, „იღბალი” იღებენ. გადაღებები ამ ეტაპზე ლოს-ანჯელესში მიმდინარეობს. ახლახან ინტერნეტსივრცეში გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტოები გავრცელდა. 59 წლის მსახიობს გვერდს უმშვენებდა მისი შეყვარებული, 54 წლის ალექსანდრა გრანტი.

პაპარაცებმა წყვილი მაშინ გადაიღეს, როცა გრანტი საყვარელ მამაკაცს კოცნიდა. გადასაღებ მოედანზე ის მსახიობს გვერდიდან არ შორდებოდა.

„დედას უფრო ჰგავს, ვიდრე შეყვარებულს“, „ყველაზე შეუსაბამო წყვილია“, „კიანუმ ბოლოს და ბოლოს პირადი ბედნიერება იპოვა“, – არ წყდება კომენტარები.

„ბოლოს ნეტარება რამდენიმე დღის წინ, ალექსანდრასთან ერთად საწოლში განვიცადე, ჩვენ ერთმანეთთან დაკავშირებულები ვიყავით და ვხითხითებდით“ – კიანუ რიზვი ინტიმურ დეტალებზე ალაპარაკდა

ცნობისთვის, წყვილმა ერთმანეთი 2009 წელს გაიცნო. ისინი ორ წიგნზე ერთად მუშაობდნენ. პირველად წითელ ხალიჩაზე კი ისინი 2019 წელს გამოჩნდნენ.

კიანუ რივზმა შეყვარებული რომანტიკულ მოგზაურობაში წაიყვანა – წყვილის უახლესი ფოტოები

„კიანუში რა მომწონს? გეტყვით“ – ალექსანდრა გრანტი კიანუ რივზთან რომანზე გულახდილად ალაპარაკდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები