LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიანუ რივზმა შეყვარებული რომანტიკულ მოგზაურობაში წაიყვანა – წყვილის უახლესი ფოტოები

237
page

გასულ კვირას, ლოს-ანჯელესში, თანამედროვე ხელოვნებისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტზე კიანუ რივზისა და მისი შეყვარებულის, ალექსანდრა გრანტის ვნებიანმა კოცნამ დიდი ფურორი მოახდინა. ზოგადად, კიანუ პირად ცხოვრებაზე არასდროს საუბრობს, თუმცა როგორც ჩანს, ის ალექსანდრაზეა ისეა შეყვარებული, რომ პიკანტური დეტალების გასაჯაროებასაც არ ერიდება.

„ბოლოს ნეტარება რამდენიმე დღის წინ განვიცადე ჩემს ძვირფას ალექსანდრასთან ერთად, როცა საწოლში ვიწექით. ჩვენ ერთმანეთთან დაკავშირებულები ვიყავით. ერთმანეთს ვუღიმოდით, ვიცინოდით და ვხითხითებდით, თავს შესანიშნავად ვგრძნობდით, ერთად ყოფნა ძალიან სასიამოვნო იყო“, – აცხადებს 58 წლის კიანუ.

„ბოლოს ნეტარება რამდენიმე დღის წინ, ალექსანდრასთან ერთად საწოლში განვიცადე, ჩვენ ერთმანეთთან დაკავშირებულები ვიყავით და ვხითხითებდით“ – კიანუ რიზვი ინტიმურ დეტალებზე ალაპარაკდა

წითელ ხალიჩაზე გამოჩენის შემდეგ, წყვილი პირველად გადაიღეს. ისინი „ჯონ კენედის აეროპორტში“ დააფიქსირეს. ინსაიდერის ცნობით, ისინი რომანტიკულ მოგზაურობაში გაემგზავრნენ, თუმცა მიმართულება ჯერჯერობით ცნობილი არ არის.  ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ წყვილის ახალ ფოტოებს.

ცნობისთვის, წყვილმა ერთმანეთი 2009 წელს გაიცნო. ისინი ორ წიგნზე ერთად მუშაობდნენ. პირველად წითელ ხალიჩაზე კი 2019 წელს გამოჩნდნენ.

„კიანუს ხელში დამშვენდა“ – ალექსანდრა გრანტისა და კიანუ რივზის ვნებიანი კოცნა წითელ ხალიჩაზე – გრანტი „კაროლინა ჰერერას“ 7518 ევროიან კაბაში გამოეწყო

„კიანუს ხელში დამშვენდა“ – ალექსანდრა გრანტისა და კიანუ რივზის ვნებიანი კოცნა წითელ ხალიჩაზე – გრანტი „კაროლინა ჰერერას“ 7518 ევროიან კაბაში გამოეწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები