LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ ვიტყვი, რომ შეშინებული არ არის, მაგრამ მგონი უფრო სხვა რამებზე ნერვიულობს, ვიდრე იქ ყოფნაზე.. თქვა, რომ ბევრი რამ ექნება მერე დასაწერი“ – რას წერს უჩა აბაშიძის ძმა

566
უჩა აბაშიძე

9 მაისს, საკუთარ სახლში დაკავებული სამხედრო ბლოგერის, უჩა აბაშიძის შესახებ მისი ძმა, გოგი აბაშიძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.

შსს-ს ცნობით, უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე მარიამ იაშვილი უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ სხვადასხვა პირის ინტიმური კავშირის ამსახველ ჩანაწერებს

გოგი აბაშიძე უჩა აბაშიძის მდგომარეობაზე საუბრობს და აქვე აღნიშნავს, რომ საქმის სასამართლო განხილვა 2 ივლისს არის ჩანიშნული:

„მოკლედ უჩაზე (ცოტა არეულად გამომივა – ბოდიში):

სასამართლო განხილვა ჩანიშნულია 2 ივლისს. ქმედება გადავიდა ნელ რეჟიმში.

რეალრუად საქმესთან დაკავშირებით სიახლეები არ მაქვს, ასევე მხარეებს ხელი აქვთ მოწერილი გაუთქმელობაზე (რომელიც, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ირღვევა მეორე მხრის მიერ) და საქმის დეტალებზე მოსაყოლი ინფორმაცია ცოტაა.

თვითონ უჩა უკეთაა, ნელ-ნელა დაწყნარდა, მოახერხა დარეკვა და შვილთანაც დალაპრაკება. წერილებს იღებს და ზოგად ინფორმაციას მიმდინარე პროცესებზე – ცდილობს თვალი ადევნოს.

თქვა, რომ ბევრი რამ ექნება მერე დასაწერი, ძირითადად ითხოვს საკითხავი ლიტერატურის და ფურცლების შეგზავნას – ვასრულებთ.

ყველას გადაეცი, ფრთხილად იყვნენო. ვერ ვიტყვი, რომ შეშინებული არაა, მაგრამ მგონი უფრო სხვა რამებზე ნერვიულობს, ვიდრე იქ ყოფნაზე.

პარალელრუად, დაცვის სტრატეგიას ვალაგებთ და ადვოკატებთან ერთად ვყალიბდებით იურიდიულად, როგორ უნდა წარიმართოს პროცესი.

ზოგადი პოზიცია ასეთია – აშკარად მეორე მხარე ცდილობს ეს თემა პოლიტიკურად გამოიყენოს, დღესაც პარლამენტში კეთდებოდა განცხადებები, რომელბიც აშკარა ზეწოლაა მიმდინარე საქმეზე და დამნაშავედ აცხადებს ადამიანს ისეთ საკითხებში, რომლების მისთვის ბრალად წაყენებაც კი არავის მოსვლია აზრად. თუმცა, გაუთქმელობიდან გამომდინარე დაცვის მხარეს არ აქვს საშუალება, რეალურ გარემოებზე საუბრით დააბალანსოს საინფორმაციო სივრცეში მდგომარეობა.

ეტყობა აწი ეს ყველაფერი ჩქარა აღარ იქნება, ცვლილებებიც და სიახლეებიც იქნება ნელა და დროში გაწელილად და განახლებებში უმეტესად უჩას მდგომარეობაზე თუ დავწერ.

უჩას მიდგომაც ასეთია – მნიშვნელოვან საკითხებზე გადაერთეთ და ყურადღების გაფანტვის საშუალებას ამ ეტაპზე ნუ მისცემთო.

თუ ვინმეს გსურთ – შეგიძლიათ ფოსტით წერილი მისწეროთ, (ადრესატად უთითებთ სახელს და გლდანის იზოლატორის მისამართს) დაგვიანებით, მაგრამ მისდის – გაითვალისწინეთ, წერილი გადამოწმდება და თუ სათუო თემატიკას შეეხება, არ გადასცემენ (ასეთ დროს, იდეაში, წერილი უკან უნდა დაგიბრუდნეთ, თუმცა არ ვიცი, აბრუნებენ თუ არა)“, – წერს გოგი აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Ucha AbashidzeUcha Cyb Abashidze მოკლედ უჩაზე (ცოტა არეულად გამომივა – ბოდიში): სასამართლო განხილვა ჩანიშნულია 2…

Posted by Gogi Abashidze on ორშაბათი, 27 მაისი, 2024

შეგახსენებთ, სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე სამართალდამცველებმა 9 მაისს, საკუთარ სახლში დააკავეს. მოგვიანებით დააკავეს მისი მეუღლე მარიამ იაშვილიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უჩა აბაშიძე და მარიამ იაშვილი უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ სხვადასხვა პირის ინტიმური კავშირის ამსახველ ჩანაწერებს.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება – შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

„მხოლოდ “ჰოუმპორნოს” გამო, პოლიტიკურად აქტიური ადამიანის დაჭერა ნამეტანი იქნებოდა, ამიტომ დაამატეს იარაღი, ბევრი იარაღი!“ – იაგო ხვიჩია

„უჩა აბაშიძე ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებს“ – ომბუდსმენის რწმუნებულებმა გასულ ღამეს დაკავებულები მოინახულეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g