LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: „მივესალმები ახალგაზრდების გადაწყვეტილებას, არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ.. თქვენ გაგვიძეხით წინ და ჩვენ, წინა თაობა გამოგყვებით!“

149
მიხეილ სააკაშვილი

„მივესალმები ახალგაზრდების გადაწყვეტილებას, არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ. ეს რთული გზაა – დაუღალავები, შეუპოვრები და დაუმორჩილებლები უნდა ვიყოთ!“ – ამის შესახებ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ის ამაყოპბს ქართველი ახალგაზრდებით და მათი იმედი აქვს:

„ჩვენ მარტივი არჩევანი გვაქვს – კონსტიტუციას ვიცავთ, მყარად ვადგავართ ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებასა და მსოფლიოს პროგრესული ნაწილის მხარდამხარ სვლას ვაგრძელებთ ან რუსეთის მონობას ვთანხმდებით.

ვამაყობ თქვენით და თქვენი იმედი მაქვს!

თქვენ გაგვიძეხით წინ და ჩვენ, წინა თაობა გამოგყვებით! მიგულეთ თქვენს თანამებრძოლად!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მივესალმები ახალგაზრდების გადაწყვეტილებას, არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ. ეს რთული გზაა – დაუღალავები, შეუპოვრები და…

Posted by Mikheil Saakashvili on პარასკევი, 31 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები