LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს თუ რამეს ვაკეთებთ, მამაჩემი, მე და ჩემი შვილები, ეს ნამდვილად დედაჩემის დამსახურებაა… 14 წლის შვილი დაკარგა, ტრავმირებული ადამიანია, მაგრამ არ იმჩნევდა, რადგან ჩემზე ზრუნავდა“ – ვარსკვლავური ოჯახის მთავარი საყრდენი: ეკა კახიანი დედაზე საუბრობს

663
ეკა კახიანი

მომღერალმა, ეკა კახიანმა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკაში „დედას“ საკუთარ ბავშვობაზე და ოჯახის მთავარ საყრდენზე, დედაზე ისაუბრა.

როგორც ეკა კახიანმა აღნიშნა, მისთვის დედა ყველაზე ძლიერ, ჭკვიან, მშრომელ და მეგობრულ ადამიანთან ასოცირდება.

„სულ ვუყურებ და მისგან ვსწავლობ ადამიანებთან ურთიერთობას, ოჯახში მეუღლესთან ურთიერთობას, ისეთი დიპლომატია და ისე მიყავს ჩვენი ოჯახი, როგორც თვითონ უნდა…

ბევრჯერ ვიტყვი, რომ დღეს თუ რამეს ვაკეთებთ, მე და ჩემი შვილები, მამაჩემის ჩათვლით, ეს ნამდვილად დედაჩემის დამსახურებაა…

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ტრავმირებული ადამიანია, 14 წლის შვილი დაკარგა, პირველივე დღიდან იცოდა, რომ განწირული იყო, მაგრამ მთელი წელი უვლიდა უმძიმესს მდგომარეობაში მყოფ შვილს…

ალბათ, მის გულში საშინელება ტრიალებდა, მაგრამ არ იმჩნევდა.

მაშინ 18 წლის ვიყავი და უბედური მშობელი არ მინახავს, ამისთვის მადლიერი ვარ, რადგან ჩემზე ზრუნავდა.

სულ მასზე ვფიქრობ და თუ რაიმე კითხვას მაქვს, რა თქმა უნდა, დედას ვეკითხები რჩევას.

ყველაფერი, რაც შეიძლება საუკეთესო ითქვას, ეს დედაჩემია“

🥰 ეკა კახიანი დედაზე

🥰 ეკა კახიანი დედაზე – ვარსკვლავური ოჯახის მთავარ საყრდენზე 😇 ხელოვანისთვის დედა ყველაზე ძლიერ, ჭკვიან, მშრომელ და მეგობრულ ადამიანთან ასოცირდება ✨ ეკა კახიანი სალომე კახეთელიძის რუბრიკაში ,,დედას”

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ორშაბათი, 03 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g