იქ, სადაც სერფინგი ყოველთვის აქტუალურია… იქ სადაც ჩაძირულ გემებში განძის პოვნა შეიძლება… იქ სადაც უძველესი ტაძრებია და ჯუნგლებში ჩაკარგულ ქალაქებში სეირნობა ერთი სიამოვნებაა… გთავაზობთ აზიის ცნობილ კურორტებს, სადაც ზამთარშიც კი, ზაფხულია.
ბალი
ზღაპრული, ფანტასტიკური და შეშლილი ბალი იდეალური ადგილია, თაფლობის თვისთვის და რომანტიკულ ღამის გასატარებლად მთვარის შუქზე, მეგობრებთან ერთად დროს მხიარულად გასატარებლად და ოჯახური შვებულების მოსაწყობად, ახალბედა სერფერების კი, ბალიზე ყველაზე ”სტუმართმოყვარე” ტალღები ელოდებიან.
გოა
გოა პორტუგალიის ყოფილი კოლონიაა დასავლეთ ინდოეთის სანაპიროზე. მართალია, მას არც თეთრი ქვიშა, გამჭვირვალე ზღვა და ფერადი რიფები აქვს, მაგრამ აქ უამრავი ულამაზესი ტაძარი და უძველესი ციხე–სიმაგრეა. მთავარი კი, მაინც ”გოას სული” ანუ ლაღი ცხოვრების სიყვარულია.
შრი-ლანკა
არომატული ჩაის წყალობით შრი-ლანკა ბევრისთვის ცეილონის სახელითაა ცნობილი. მრავალრიცხოვან სტუმრებს კუნძული თავისი ოქროსფერი პლაჟებით და ტროპიკული ტყეებით, მარჯნის რიფებით და არქიტექტურული ძეგლებით, ულამაზესი ჩანჩქერებით და ჩაის პლანტაციებით იზიდავს.
პხუკეტი
პხუკეტს უამრავი ულამაზესი პლაჟი აქვს, ასე რომ არჩევანიც დიდია. მთავარია, მრავალფეროვნებამ არ დაგაბნიოთ და სწორი არჩევანი გააკეთოთ ხმაურიანი ღამის ცხოვრებით ცნობილ პატონგას პლაჟსა და ოჯახური დასვენების ოაზისად წოდებულ ნაი-ჰარნმს შორის.
ლანგკავი
ტროპიკული ტყეებით დაფარული მთებს შორის მოქცეული პლაჟები, მზის სხივებით გამთბარი კოტეჯები და ”თავხედი” მაკაკები, რომლებიც დამსვენებლებს პირდაპირ ხელიდან აცლიან ნუგბარს – ყველაფერი ეს ლანგვაკია, სადაც წითელი ჟასმინი ხარობს, ბაზრის დახლები კი, სავსეა მწიფე პაპაიათი, რამბუტანით და ყვითელი საზამთროთი.
მალდივის კუნძულები
მალდივის კუნძულებიდან კმაყოფილ დამსვენებელს სულიერი სიმშვიდე და მაისურები ჩამოაქვს საფირმო წარწერით ”No news, no shoes”. ფეხსაცმლის ტარება აქ მართლაც არაა საჭირო, რადგან რბილი და სასიამოვნო თეთრი ქვიშა არქიპელაგის 1 200 კუნძულის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, სამყაროში მიმდინარე მოვლენები კი, კუნძულებზე არავის აირტერესებს, ამიტომ თანამედროვე ცხოვრების გიჟური ცხოვრებისგან დასვენება და სიმშვიდის მოპოვება მალდივებზე ყველას თავისუფლად შეუძლია.
სამუი
ერთ დროს მშვიდ კუნძულზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა 1970-იან წლებში დაიწყო, სამი ათწლეულის შემდეგ კი, აბორიგენების პატარა კუნძული ევროპელი ტურისტების სამოთხედ იქცა თავისი ქათქათა თეთრი ქვიშის პლაჟებითა და ქოქოსის პალმის ხეივნებით.
ვუნგატაუ
სამხრეთ ვიეტნამის პოპულარული კურორტი ჰოშიმინიდან სულ რაღაც 125 კილომეტრშია, რაც მას ტურისტებისთვის ორმაგად მიმზიდველს ხდის, რადგან ნებისმიერს თავისუფლად შეუძლია ჯერ კეთილმოწყობილ პლაჟზე ინებივროს, მერე კი, ლეგენდარული საიგონის ღირსშესანიშნაობები მოინახულოს.
ჰაინანი
ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობოლი გამაჯანასაღებელი კურორტი ჰაინანი, თავისი მინერალური წყლებითა და გამოცდილი მედიკოსებით, ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს, რბილმა კლიმატმა და თბილმა ზღვამ მთელი წლის განმავლობაში კი, კურორტს ”აღმოსავლური ჰავაის” სტატუსი შესძინა.
კერალა
კერალის სანაპირომ არაბეთის ზღვაზე, პოპულარობა თავისი სუფთა პლაჟებით და ქოქოსის პალმების ხეივნებით მოიპოვა. როგორც ამბობენ, სწორედ აქ დაიბადა ვედიჩისტური მედიცინა, რომელიც გამოცდილი პაციენტების მტკიცებით, სხეულთან ერთად სულსაც კურნავს.
სიანუკვილი
კამბოჯას ერთადერთი საზღვაო კურორტი სიანუკვილი იმავე ყურეშია, სადაც ტურისტების საყვარელი ტაილანდური პატაია. თუმცა, პოპულარული მეზობლისგან განსხვავებით, კამბოჯური კურორტი მშვიდი დასვენების მოყვარულთათვისაა განკუთვნილი.
ფანტხიეტი
ჰოშიმინიდან 200 კილომეტრში მდებარე პატარა კურორტი ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა აზიის მოყვარულ ტურისტებს შორის. ფანტხიეტმა ერთნაირი მოწონება დაიმსახურა როგორც ხმაურიანი გართობის მოყვარულ ახალგაზრდებს, ისე ოჯახურ წყვილებს შორის. კურორტზე დასასვენებლად არაა აუცილებელი ელოდოთ ზაფხულს, რადგან აქ ზამთარშიც კი ზაფხულია.