ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ძალიან მკაცრად და მკაფიოდ, თუმცა პროპაგანდა ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ ვინც მხარს არ უჭერს კანონპროექტს პროპაგანდის წინააღმდეგ, ის ავტომატურად მხარს უჭერს პროპაგანდას, რაც არასწორია.
„საზოგადოება ამას ხედავს და თავის დასკვნებს გამოიტანს, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოქმედებს ამ საკითხთან მიმართებით ოპოზიცია. ეს ყველაფერი გამოჩნდება, მათ შორის, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.