LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე შეიძინა იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი, რომელსაც ეროვნულ მუზეუმს გადასცემს

210
თინათინ ჭულუხაძე

ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე იოანე ზოსიმეს უძველესი ქართული ხელნაწერი შეისყიდა, რომელიც საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წერს.

„წიგნის პალიმფსესტური ფურცლები ინახავს ტექსტებს ქრისტიანულ-პალესტინურ, არამეულ და ქართულ ენებზე. პირველადი ტექსტი V-VII საუკუნის ბოლოა, ხოლო იოანე-ზოსიმეს მიერ პირადად დაწერილი ზედა ტექსტი ზუსტად 979 წლით თარიღდება.

ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტურ დამოწმებებს არამეულის უახლოეს დიალექტზე. ეს დიალექტი ყველაზე ახლოსაა იმ ენასთან, რომელზეც იესო ლაპარაკობდა და რომელიც შედგენილია წმინდა მიწაზე დაფუძნებული ცოცხალი ტრადიციის ფარგლებში“,- წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.

magti 5g