LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-ს ახალი კუპე M8 600 სიმძლავრის ძრავით აღიჭურვება

21

გაძლიერებული კუპე BMW M8, რომელიც კომპანიის საავტორო ოჯახს – 8-Series ეკუთვნის, 4 ლიტრიანი ტვინ-ტურბო V8 ტიპის ძრავით იქნება აღჭურვილი, რომელიც 600 ცხენის ძალის სიმძლავრისაა. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ გამოცემა Autocar-ი ავრცელებს.

100 კმ/სთ სიჩქარეს მოდელი 4 წამში ანვითარებს. დანარჩენი ცნობები მოდელის შესახებ ჯერ-ჯერობით უცნობია.

ცოტა ხნის წინ ,,ავტორადიოს” საიტზე გამოქვეყნდა სიახლე იმის შესახებ, რომ 8-Series-ში კომპანია კონცეპტუალური კუპეს Gran Lusso-ს (2013 წლის მოდელი) სტილს გაიმეორებდა. კონკრეტულად M8-ის მოდელი კი რვასიჩქარიანი ავტომატიკით იქნებოდა წარმოდგენილი. ,,ლამაზმანის’’ ოფიციალურ გამოსვლამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი და იგი სავარაუდოდ 2017 წლის მე-2 კვარტალში გამოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები