LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წინა კვირას ვუთხარით, რომ მივმართავთ რადიკალურ ფორმებს, არაფერი არ გაიგეს“ – სკოლის დირექტორობის კანდიდატებმა განათლების სამინისტროსთან გაათენეს და შიმშილობა დაიწყეს

162
სკოლის დირექტორების კანდიდატები

სკოლის დირექტორობის კანდიდატება – მაია ეკალაძემ და დათო ფერაძემ პროტესტის ნიშნად განათლების სამინისტროსთან გაათენეს და შიმშილობა დაიწყეს.

მათი განცხადებით, დირექტორობის შესარჩევი პროცესი ფასადურია. როგორც ეკალაძემ მედიას განუცხადა, გაუშვეს სკოლაში, სადაც კონკურსში მონაწილეობას მოქმედი დირექტორი იღებს და არავინ უცო პირს იქ არ აირჩევს.

პროტესტის მონაწილეები განათლების სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ.

„27 მარტიდან გვაქვს შეტანილი განცხადება, გვინდა დირექტორების კონკურსზე პასუხისმგებელ პირთან შეხვედრა და კითხვებზე პასუხის გაცემა. რა თქმა უნდა, წინა კვირას ვუთხარით, რომ მივმართავთ რადიკალურ ფორმებს. არაფერი არ გაიგეს, არ გაითვალისწინეს მესამე თვე სრულდება დირექტორების კონკურსზე პასუხისმგებელ პირებს ვერ შეხვდით.

განათლების მინისტრი: „ახალი არაა რა ზეწოლა ხდებოდა უნივერსიტეტებზე, სკოლებზე და სკოლის მასწავლებელზე – დღემდე ვერ გამოდიან იმ ბურუსიდან და ჰგონიათ, ჩვენც ასე ვმართავთ ამ ყველაფერს“

„ერთ-ერთი ტელეარხი არაფრიდან გამოწოვილ სიუჟეტებს აკეთებდა, რომ მინისტრს ახლა გაუშვებენ, თანამდებობიდან გაათავისუფლებენ იმიტომ, რომ სტუდენტების ნაკადები ვერ მართაო.“

ამ დროს გამოცხადდა შედეგები, გაგვიშვეს სკოლებში, ოღონდ იმ სკოლებში, რომლებზეც ერთი სიტყვა არ გვითქვამს რადგან იქ, კონკურსში მონაწილეობის მიღებას აზრი არ ჰქონდა. მოქმედი დირექტორები მონაწილეობენ და შესაბამისად არავინ არ ირჩევს უცხო პირს, უცხო ადამიანს, როგორი ბრწყინვალეც არ უნდა იყოს ის“. – უთხრა „მთავარ არხს“ მაია ეკალაძემ.

რაც შეეხება დათო ფერაძეს, მისი თქმით, „ფასადურად“ ისეთ სკოლებში წარადგენეს, რომლებიც მათთვის პრიორიტეტული არ იყო.

magti 5g