LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google Maps-ს საცობების შესახებ ინფორმაცია დაემატება

59

Google Maps არამარტო ფეხით მოსიარულეებს ეხმარება, არამედ მძღოლების პერსონალურ ასისტენტადაც იქცა. ახალი ფუნქციის საშუალებით, საჭესთან მჯდომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავად აკონტროლოს, რომელ ქუჩაზეა საცობი და თავი აარიდოს აღნიშნულ მონაკვეთში გადაადგილებას.

აღნიშნული ფუნქცია, რომელიც Google Maps-ის 9.39 ვერსიაშია ჩაშენებული, დროის რეალურ მონაკვეთში მიანიშნებს საცობების განლაგებაზე და მომხმარებელს სთავაზობს ალტერნატიული საგზაო მონაკვეთის გამოყენებას.

ახალი ფუნქცია წარმოდგენილია როგორც აპლიკაციაში, ცალკე ბრძანების სახით, ასევე შესაძლებელია მისი Widget-ის სახით, Display-ზე გამოტანა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები