„სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთის ფედერაციაში ადამიანები გაურკვეველი ნიშნით დაყო, რაც მას ნეგატიურად ახასიათებს“, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
როგორც მან ფეხბურთის ნაკრების წევრებისა და ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების საკითხზე საუბრისას აღნიშნა, მთავრობის მიერ წარდგენილ სიას მხარს ბოლომდე უჭერს და იმედი აქვს, პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას გადახედავს:
„რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რასაკვირველია, ჩვენ მთავრობის მიერ წარდგენილ სიას დღესაც ბოლომდე ვუჭერთ მხარს. მე, როგორც სპორტის მინისტრს, დიდი იმედი მაქვს, პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას გადახედავს და ამ სიაში მყოფ ყველა წარდგენილ პირს სათანადოდ მიაგებს პატივს და დააჯილდოებს.
თუმცა, თუ არ შეცვალა გადაწყვეტილება, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისთვის არის საზინო. მისივე გადაწყვეტილება ძალიან ცუდად ახასიათებს, ვინაიდან გამოყო და დაყო ერთი გუნდი გაუგებარი კრიტერიუმების მიხედვით, ვისგან ვისგან და ეს პრეზიდენტისგან, რომელიც, ასე უწერია კონსტიტუციაში, უნდა იყოს გამაერთიანებელი, შემაკავშირებელი და გარკვეული ჰარმონიის დამამკვიდრებელი საზოგადოებაში, ეს გადაწყვეტილკება მისთვისვე საზიანოა.
„მაისის ბოლოს იგეგმებოდა დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიის გამართვა, რაც ეროვნული ნაკრების წევრების საქართველოში არყოფნის გამო ვერ მოხერხდა… დაჯილდოება სექტემბრის დასაწყისში შედგება“ – პრეზიდენტის ადმინისტრაცია
„სექტემბრის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ჯილდოებს გადასცემს ნაკრების წევრებს და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს“ – ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიტიკურად თუ შევხედავთ, გასაკვირიც არის, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც არაერთხელ დაარღვია ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი, კონსტიტუცია, მუდმივად ჭკუას გვარიგებს, გვასწავლის, თითქოს უნდა გამოვნახოთ ენა ისეთ ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან, როგორიც არის ქართული პოლიტიკური ოპოზიციის დიდი ნაწილი დღეს, არ უნდა ვიყოთ პოლარიზებაში და ა.შ.
თავად იქ, სადაც პოლიტიკას ადგილი არ უნდა ჰქონდეს, ფეხბურთის ფედერაციაში, მან დაყო ადამიანები გაურკვეველი ნიშნით. ეს მას ძალიან ნეგატიურად ახასიათებს“. – აღნიშნა თეა წულუკიანმა.