18 ივნისს, 20:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თურქეთს დაუპირისპირდება.
ქართველი ქომაგები ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ უკვე გაემგზავრნენ. მათ შორის ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებიც არიან.
ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია Instagram-ზე თვითმფრინავში გადაღებულ კადრებს გვიზიარებს, რომელშიც ლიკა კვარაცხელია, თაკო ჩხეიძე, გვანცა დარასელია და ალექსანდრა პაიჭაძეც არის. ისინი ნაკრებს შეძახილებით ამხნევებენ.