LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღევანდელ ფეხბურთში ზოგადად რთულია წინასწარ გააკეთო პროგნოზი. დღეს ყველაფერი მოსალოდნელია ფეხბურთში, ყველაფერი ხდება, ყველასთან თამაში შეიძლება. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“ – კახა კალაძე

140
კახა კალაძე ევრო 2024

„უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ჩემმა ეროვნულმა ნაკრებმა მოახერხა ის, რაც ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა“ – ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.

ვილი სანიოლი: ფეხბურთელები მზად არიან – უფრო ძლიერი ხარ, როცა შენს უკან მთელი ქვეყანა დგას

კალაძემ წარმატება უსურვა ეროვნულ ნაკრებს. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, დღეს ყველა ბედნიერი და გახარებულია იმით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს.

ვიდეო: „დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი, მჯერა, რომ საქართველო გაიმარჯვებს!“ – ირაკლი კობახიძის ვიდეომიმართვა

კალაძემ გუნდის შანსებთან დაკავშირებით თავის მოლოდინებზეც ისაუბრა:

„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგ შედეგს დადებენ ჩვენი ბიჭები. ძალიან მაგარი განწყობა მაქვს, ისეთივე, როგორიც მქონდა საბერძნეთთან მატჩის წინ. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. დღევანდელ ფეხბურთში ზოგადად რთულია წინასწარ გააკეთო პროგნოზი. დღეს ყველაფერი მოსალოდნელია ფეხბურთში, ყველაფერი ხდება, ყველასთან თამაში შეიძლება. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ძალიან დიდი შანსი აქვს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, რომ გავიდეს ჯგუფიდან“ – განაცხადა კალაძემ „იმედის“ ეთერში.

„ეს ჩემი ახდენილი ოცნებაა, საოცარი ემოცია იყო, ტაშით შემხვდნენ, შემართებით არიან… სერბეთში მესაზღვრის ნათქვამი სიტყვა ჩემთვის დიდი მუხტის მომცემი იყო…” – შადიმან ხარშილაძის მიერ გავლილი 4 000 კილომეტრი, უჩვეულო სამადლობელი ჟესტი და შეხვედრა ფეხბურთელებთან

ცნობისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს თურქეთთან დღეს გამართავს. შეხვედრა დორტმუნდის „BVB არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს. ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ამასთან, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ, დასწრება უფასო იქნება.

კახა კალაძე: მიხეილ მესხის სტადიონზე დამონტაჟებული იქნება ექვსი დიდი ეკრანი და გულშემატკივარს საშუალება ექნება, ტრიბუნებიდან უქომაგოს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები