LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მედიაჩეკერი“: ჟურნალისტმა თიკო ფეიქრიშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა

1539
თიკო ფეიქრიშვილი

„მედიაჩეკერის“ ცნობით, ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა, თიკო  ფეიქრიშვილმა დატოვა – გამოცემა წერს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია „მედიაჩეკერს“ თავად წამყვანმა დაუდასტურა.

გამოცემის ცნობით, ფეიქრიშვილი ტელევიზიაში 1 ივნისიდან აღარ მუშაობს.

ფეიქრიშვილი „იმედის დღის“ წამყვანი იყო.

ცნობისთვის, მაისში ტელეკომპანია რამდენიმე წამყვანმა დატოვა, საუბარია გადაცემა „იმედის დილის“ წამყვანებზე – ეკატერინე ამირეჯიბზე, ზურაბ ბალანჩივაძესა და ნათია ორველაშვილზე.

„ჩვენი თანამშრომლობა შევიდა ჩიხში. მოცემულ ეტაპზე ვერ ვხედავ საკუთარ თავს ვერცერთ არხზე, ამიტომ ასე დასრულდა ეს ამბავი აქ და ახლა”- ეკა ამირეჯიბი

,,TV იმედი ზურაბ ბალანჩივაძემ, ნათია ორველაშვილმა და ეკატერინე ამირეჯიბმა დატოვეს” – ,,მედიაჩეკერი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g