LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდის ცენტრალურ მოედანს სიცხე გაუმტარი ქსოვილით გადახურავენ

144
thumb_1920x1080_sol-madrid-11zon

მადრიდის ცენტრალურ მოედანს პუერტა დელ სოლს სპეციალური ქსოვილით გადახურავენ. მიზანი – ადგილობრივების თუ ტურისტების მწველი მზის სხივებისგან დაცვაა, წერს The Mayor.

ხელოვნური ჩრდილის მოწყობის ზუსტი თარიღი არ სახელდება. ამჟამად ქალაქში იმაზე ბჭობენ თუ კონკრეტულად რომელი ქსოვილი გამოიყენონ და როგორ დაამაგრონ ის ახლო-მახლო შენობებზე. გარდა ამისა, ქალაქის საბჭოში ისეთი კონსტრუქციის მოფიქრება სურთ, რომელიც უამინდობასაც გაუძლებს და ესთეტიკური ვიზუალიც ექნება.

ზაფხულობით დიდ ქალაქებში, მათ შორის მადრიდშიც, ე.წ. სიცხის კუნძულები წარმოიქმნება. მათ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა შედარებით მაღალია. მაგალითად, ესპანეთის დედაქალაქში 2021 ჩწელს ოფიციალურადაც დადასტურდა ყველაზე მაღალი ტემპერატურა – 42,7 გრადუსი. სწორედ ამიტომ, ქალაქმა სიცხესთან ბრძოლა ყველა გზით და მეთოდით გადაწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები