LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი: „მიხეილ სააკაშვილი, თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორიც დამხვდა, დღეს ბევრად უკეთ გამოიყურება“

170
სახალხო დამცველი

„მოვინახულე ყველა მსჯავრდებული და ბრალდებული ვინც „ვივა-მედის“ კლინიკაში იმყოფება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდი და, რა თქმა უნდა, მოვინახულე მიხეილ სააკაშვილიც და მასაც ვესაუბრე“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა კლინიკა „ვივა-მედში“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, „მიხეილ სააკაშვილი, წინა ვიზიტთან შედარებით, დღეს ბევრად უკეთ გამოიყურება“.

„მისი ჯანმრთელობის შესახებ ასე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად როგორც დამხვდა, იმასთან შედარებით ბევრად უკეთესად გამოიყურება…

მის დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ ყოფილა. ეს არ არის არც ჩემი, არც კლინიკის კომპეტენცია. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მივიღე ინფორმაცია, მაგრამ ამ ინფორმაციაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება მის გადაყვანასთან დაკავშირებულ საკითხს, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.

რაიმე კონკრეტული მოთხოვნა მას ჩემთან არ გაუჟღერებია, მათ შორის, არც ექიმების მიმართ“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g