როგორც ცნობილია, პარიზში, „მოდის კვირეული“ იმართება. უამრავ ვარსკვლავს შორის, წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის 19 წლის ქალიშვილი, დევა.
„დიორის“ ჩვენებაზე უკვე წარმატებულმა მოდელმა ატლასის ლურჯი, გრძელი კაბა მოირგო. ულამაზესი დევას ლუქს ნაწნავები ასრულებდა.
„გოგონა, როგორც თოჯინა“, „ულამაზესი ქმნილებაა“, „დედის ასლი“, – არ წყდება კომენტარები.
„საუკეთესო აიღო დედისგან და მამისგან“ – მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილის გაბრწყინება