LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 ათასი წლის წინ დანგრეული პლაჟი ვიზიტორებისთვის გახსნეს

125
Herculaneum-beach

იტალიის სამხრეთში, ჰერკულანუმის არქეოლოგიურ პარკში ვიზიტორებისთვის გახსნეს  ძველრომაული პლაჟი, რომელიც 79 წელს ვულკანი ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ დამარხული იყო. ამის შესახებ The Guardian წერს.

პლაჟი სარესტავრაციო სამუშაოების დამსახურებით ფაქტობრივად პირვანდელ სახეს დაუბრუნეს. ამასთან, სანაპიროზე ახალი ქვიშაც დაყარეს. ამიერიდან დამსვენებლებს საშუალება ექნებათ იმავე სანაპიროზე გაისეირნონ, რომელზეც 2 ათასი წლის წინ ჰერკულანუმის მაცხოვრებლები ისვენებდნენ.

ჰერკულანუმი ნაკლებად ნაკლებადაა ცნობილი, ვიდრე მისი მეზობელი პომპეი. განსხვავებით პომპეისგან ჰერკულანუმში ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულები პირველად 1980-90-იან წლების გათხრების დროს აღმოაჩინეს. არქეოლოგებმა მაშინ 300-ზე მეტი ადამიანი იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები